სოფელი ნუკრიანი მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში - ქიზიყში. ტერიტორიულად ეკუთვნის სიღნაღის რაიონს.
სიღნაღის რაიონი (მუნიციპალიტეტი) მოიცავს საქართველოს მთათაშორისი ბარის შემადგენლობაში შემავალ შიგნით კახეთის ბარის და ცივგომბორის ქედის ნაწილებს.
სიღნაღის რაიონს ესაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები: ჩრდილოეთით- ლაგოდეხის რაიონი, დასავლეთიდან- საგარეჯოს და გურჯაანის რაიონები, სამხრეთით და ჩრდილო- აღმოსავლეთით- აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ხოლო აღმოსავლეთით დიდ მანძილზე ესაზღვრება დედოფლისწყაროს რაიონი.
თბილის- კახეთის გზატკეცილის 98-ე კილომეტრზე, მთავარი გზიდან მარჯვნივ იწყება სიღნაღის რაიონის ტერიტორია, რომელც ცივ- გომბორის მთებით ორ ნაწილარ იყოფა: წინა მხრისა და უკანა მხრის სოფლებად. უკან მხრის ერთ-ერთი დიდი სოფელია ნუკრიანი. (იხ. ადმინისტრაციული რუკა) ნუკრიანი მთიანი ქიზიყის ყველაზე მაღლა განლაგებული სოფელია(1000-1100მ. ზღვის დონიდან)
სოფელის მოსახლეობა 2847 კაცს შეადგენს. 99% ქართველია. 1344 კაცი, ხოლო1503 ქალია.
სოფელში სამი საბავშვო ბაღი, ორი საჯარო სკოლა, ერთი ბიბლიოთეკა და ერთი ამბულატორიაა.



















ვებ-გვერდი დამზადებულია ევროკავშირის მხარადაჭერით