მისია & ხედვა
    Facebook Tweeter Print
სათემო კავშირი "ნუკრიანის" მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო სოლიდარობაზე დაფუძნებული აქტიური თემის განვითარებას. სათემო კავშირის სურვილია, ნუკრიანი იყოს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით მდიდარი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიკურად განვითარებული, სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებული ტექნოლოგიებით აღჭურვილი, აღდგენილი და მოვლილი კულტურული ტრადიციების ტურისტული სოფელი, რომელიც ჩართულია რეგიონული განვითარების პროცესებში, თავისი განათლებული და მაღალკვალიფიციური კადრებით.


კავშირი "ნუკრიანის" მისიაა, წვლილი შეიტანოს ნუკრიანის თემის კეთილდღეობის გაუმჯობესების საქმეში, ხელი შეუწყოს აქტიური სამოქალაქო კულტურის დანერგვას. ამ მიზნით, სათემო კავშირი თემის ინტერესებსა და საჭიროებებზე დაფუძნებით შეიმუშავებს და ახორციელებს სხვადასხვა განვითარების პროგრამას და თემის მობილიზებით ცდილობს გამოვლენილი პრობლემების გადაჭრას.


მუშაობის პროცესში ორგანიზაცია ეფუძნება შემდეგ მთავარ ღირებულებებსა და პრინციპებს:      
  
  • სოფლის ინტერესების უზენაესობა და დაცვა;
  • სამოქალაქო სოლიდარობა;
  • სოფლის შენარჩუნებული და მოვლილი კულტურული ტრადიციები;
  • სამოქალაქო მონაწილეობა;
  • გარემოს დაცვა, როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობა;
  • განათლება, როგორც თემის განვითარების მთავარი საკითხი.



ჩვენს შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი
კულტურის სახლის შენობა, 1 სართული 
ტელ. (+995 77) 202 111 ან 202 110

E-mail: cun.nukriani@yahoo.com