პროგრამები
1. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა
სოფლის მოსახლეობისათვის კულტურული და საგანმანათლებლო სერვისების ხარისხისა და მრავალფეროვნების ზრდის ხარჯზე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მეტი ადამიანის ჩართვა;
სოფლის განახლებული და აღდგენილი კულტურულ-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა (სოფლის ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი);
სოფლად სამოქალაქო ცნობიერების ზრდა, მეტი მოხალისეობა და მეტი კერძო სამოქალაქო ინიციატივა.


2. ეკოლოგიური პროგრამა

სოფლის მოსახლეობის მხრიდან გარემოს დაბინძურებისა და ნარჩენების სპონტანური, არალეგალური ნაგავსაყრელების მოწყობის ფაქტების შემცირება;
ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის გაუმჯობესებული მომსახურება;
გარემოს დასუფთავების ხარჯზე სოფლის სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება.


3. დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა
სათემო კავშირის პროგრამების შედეგად სოფლად მაცხოვრებელთა შემოსავლების ზრდა (ფესტივალების გაყიდვები, სახელოსნოში ჩართულ ქალთა შემოსავლები);
სოფლის მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ზრდა და სტიმულირება (გადამზადებული ადამიანების დასაქმება/თვითდასაქმება, მეტი ინტეგრირება საზოგადოებრივ ცხოვრებაში);
მეტი ადგილობრივი მცირე ფერმერის დაინტერესება თანამედროვე ტექნოლოგიითა და პრაქტიკით მეურ¬ნეობის წარმართვაში ("ელკანას" კონსულტაციებზე მოთხოვნა).


4. თემის ინტერესების დაცვის პროგრამა

სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში ჩართვის შედეგად ნუკრიანის თემისათვის აქტუალური საკითხებისა და პრობლემების მოგვარება.


5. სათემო კავშირის ორგანიზაციული განვითარების პროგრამა
წარმოდგენილი მიმართულება განსაზღვრავს ორგანიზაციული განვითარების პრიორიტეტებს. სტრატეგიული გეგმის ეფექტური განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია თავად ორგანიზაციის რესურსებისა და მართვის სისტემის სრულყოფა. მთავარი საკითხებია: ფინანსების მართვა, მმართველობა და სტრუქტურა, მეტი ლეგიტიმაცია, მოხალისეთა ქსელი, ფონდების მოძიებისა და, ზოგადად, მართვის მეტი კომპეტენცია.