ფესტივალის პროგრამა
    Facebook Tweeter Print
ფესტივალები და სოფელში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება თავიდანვე იყო `კავკასიური სახლის~ ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს თემა ახლობელი გახდა სათემო კავშირისთვისაც.
პირველი დიდი ფესტივალი, რომლის ადგილობრივი ორგანიზატორი სათემო კავშირი იყო, ,,კავკასიური სახლის'' პროექტის - ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მხარდაჭერა'' - ფარგლებში,  ჩატარდა 2009 წელს.
2010 წელს ,,ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს'' ფინანსური მხარდაჭერით სათემო კავშირმა შეიძინა გახმოვანების აპარატურა და სცენა, სათემოს წევრებმა გაიარეს კულტურულ ღონისძიებათა მართვის ტრენინგები. ამ პროექტის მეშვეობით საფესტივალო გუნდი უფრო კვალიფიციური გახდა. 2010 წელს სწორედ ამ ტექნიკისა და ზემოთ ნახსენები პროექტის დახმარებით ჩატარდა კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ღონისძიება.

ზოგადად, ფესტივალი, როგორც კომპლექსური ღონისძიება, მოითხოვს ბევრი აქტორის ჩართვასა და მონაწილეობას, რომელთა მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია წარმატებული ღონისძიების ჩატარება.
იმისათვის, რომ ნუკრიანის ფესტივალი ტრადიციული გახდეს, კვლავაც საჭირო იქნება იმ ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც 2009-2010 წლებში უკვე დაეხმარნენ სათემო კავშირს:

 
•    ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი _ კავკასიური სახლი'';
    ,,ფონდი ღია საზოგადოება საქართველო'';
    ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა'';
    სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
    სოფელ ნუკრიანის ადმინისტრაცია;
    სოფელ ნუკრიანის №1 საჯარო სკოლა ;
    ნუკრიანის კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი.

საკონტაქტო ინფორმაცია
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი
კულტურის სახლის შენობა, 1 სართული 
ტელ. (+995 77) 202 111 ან 202 110

E-mail: cun.nukriani@yahoo.com