2013 წლის 23 თებერვალს, სათემო კავშირმა ,,ნუკრიანი“ გამართა პროექტის -,,ჩვენ ვსწავლობთ“- პრეზენტაცია.
    Facebook Tweeter Print

პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო“-ს მიერ. პროექტის მხარდამჭერია ასევე სათემო განვითარების ცენტრი, რომელიც სათემო კავშირს ”ნუკრიანი” ინსტიტუციონალურ განვითარებაში ეხმარება. 

პროექტის ”ჩვენ ვსწავლობთ” მიზანია: სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლის / ბიბლიოთეკის ბაზაზე - სათემო განათლების ცენტრის შექმნა და სათემო განათლების ცენტრის მეშვეობით სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის არაფორმალური კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება.

ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი ,,ნუკრიანი“, ეგრეთ წოდებული საკვირაო სკოლა, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა, ფუნქციონირებას 3 მარტიდან დაიწყებს ყოველ კვირა დღეს  და მასში მონაწილეობას მიიღებს 20 ახალგზარდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან.

4 თვიანი სასწავლო პროგრამა ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას გაეცნონ:  ეფექტურ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციის ინსტრუმენტებს, გამოუმუშავდეთ პრობლემური საკითხების გადაჭრის  უნარი, განუვითარდეთ პიროვნების  თვითშეფასება თავდასხმის გარეშე, ექნებათ  განსხვავებული  ემოციების/გრძნობების გამოხატვის უნარი, რომელიც ხელს შეუწყობს, მონაწილე ახალგაზრდების ზოგადი კომპეტენციების გაუმჯობესებას და მათ ჩართვას საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებში;  პროგრამას გაუძღვებიან  საერთაშორისო პროგრამების  წარმომადგენლები საქართველოში პავლე თვალიაშვილი და თეა ლობჟანიძე.

 ორგანიზაციის -”ტფილისის ჰამქარი”- წარმოამადგენელი, თამარ ამაშუკელი, ჯგუფს წაუკითხავს ლექციას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ხოლო მეხსიერების კვლევას და ზეპირი ისტორიების ჩაწერას  შეასწავლის ირაკლი ხვადაგიანი-(”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია”). გათვალისწინებულია ასევე ეთნოლოგ ნანალო აზიკურის ლექცია: ეთნოგრაფიასა და ეთნოლოგიაში.

პროექტის კონსულტანტი- ანა მარგველაშვილი გაუძღვება პრაქტიკულ მეცადინეობას კულტურის სახლის ადვოკატირების წარმართვაში,  სოფლის საჭიროებების კვლევასა და მათი  რაიონული ბიუჯეტირების პროცესისთვის მომზადებაში.

პროექტის ტექნიკური ასისტენტი თორნიკე მახარაშვილი  საკვირაო სკოლის მსმენელებს დაეხმარება პრაქტიკული დავალებების ( ისტორიების შეგროვება, ფოტოების მოგროვება, ვიდეო და ფოტო გადაღება, კომპიუტრში გადატანა და დაარქივება) შესრულებაში,  ის ასწავლის ახალგაზრდებს ფოტო ხელოვნების საიდუმლოებებს, ვიდეო გადაღებებს და  ახალგაზრდები პრეზენტაციებისა და შემდეგში ფესტივალისთვის  გაამზადბენ ფოტო და ვიდეო კოლაჟებს.

არაფორმალური სალექციო და სატრენინგო კურსის გავლის შემდეგ,   ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის წახალისების, მოხალისეობის ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი განვითარების მეტი ჩართულობის ხელშწყობის მიზნით  გაიმართება  ბანაკი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე 10 დღის განმავლობაში.

პრეზენტაციას დაესწრნენ სათემო კავშირის ,,ნუკრიანი“ წევრები, ახალაგაზდული ჯგუფის წარმომადგენლები, ”ნუკრიანის” პარტნიორი ორგანიზაციები თბილისიდან, სოფლის მაცხოვრებლები; ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები;




 

 



მთავარი

საკონტაქტო ინფორმაცია
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი
კულტურის სახლის შენობა, 1 სართული 
ტელ. (+995 77) 202 111 ან 202 110

E-mail: cun.nukriani@yahoo.com