მიმდინარე
    Facebook Tweeter Print
პროექტი-,,ჩვენ ვსწავლობთ“-2 დაფინანსებულია ,,ფონდ ღია საზოგადოება საქართელოს მიერ“

პროექტის მიზანია: ნუკრიანის ბიბლიოთეკის ბაზაზე -  სათემო განათლების  ცენტრის შექმნა  და სათემო განათლების  ცენტრის მეშვეობით სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები   ახალგაზრდების უმეტესობისათვის არაფორმალური  კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება.

პროექტის ფარგლებში  ახალგაზრდები გაეცნობიან ეფექტურ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციის ინსტრუმენტებს, რომელიც გამოუმუშავებს მათ პრობლემური საკითხების გადაჭრის უნარს, განუვითარდებათ პიროვნების  თვითშეფასება თავდასხმის გარეშე, ექნებათ  განსხვავებული  ემოციების/გრძნობების გამოხატვის უნარი.

 

არაფორმალური სალექციო და სატრენინგო კურსის გავლის შემდეგ,   ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობის წახალისების, მოხალისეობის ინსტიტუტისა და საზოგადოებრივ განვითარებაში მეტი ჩართულობის  მიზნით მოეწყობა ბანაკი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე 10 დღის განმავლობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ყველაზე აქტიური ახალგაზრდები.

კოალიციური პროექტი- ,,ინტერაქცია თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ინტერნეტ სამოქალაქო ჩართულობის გზით“

პროექტს ახორციელებს კავშირი -,,სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი“ და  ა.(ა).ი.პ. „სამოქალაქო ინიციატივა-Civic Initiative”

დამფინანსებელი - ,,ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“

პროექტი  მიზნად ისახავს შეიქმნას სოფლის მოსახლეობის თანამონაწილეობისა და სამოქალაქო  ჩართულობის კარგი პრაქტიკა და მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს  მოქალაქეთა  ჩართულობის გაზრდას ადგილზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების (დეპუტატი, საკრებულო, გამგებელი) ანგარიშვალდებულების გაზრდას  მოსახლეობის წინაშე.

თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა ნუკრიანში

სათემო კავშირი ,,ნუკრიანი”  სოფელ ნუკრიანის  ბიბლიოთეკის  ბაზაზე  ახორციელებს პროექტს სახელწოდებით ,,სოფელ ნუკრიანის ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია.“  პროექტი დაფინანსებულია ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ.

 პროექტი ითვალისწინებს სათემო კავშირ "ნუკრიანის" ორგანიზაციულ განვითარებას, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების და სერვისების შემუშავებასა და გაუმჯობესებას ადგილობრივ კულტურულ-საგანმანათლებლო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით

ფოლკლორის აღორძინება ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის
2011 პროექტი - "სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის განვითარებისათვის" (ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია dvv international, Diakonische Werk der EKD, BfdW, Deutschland, ევროპული ფონდი Horizon) მონაწილე: პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მინიგრანტი - "პროექტი ფოლკლორის აღორძინება ტურიზმის განვითარების  ხელშეწყობისთვის".
დედამიწის დღე
ყოველ წელს, 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ტარდება ეკოლოგიური აქცია. ხდება თვითნებური ნაგავსაყრელების დასუფთავება, გამწვანება.
პროექტები

საკონტაქტო ინფორმაცია
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი
კულტურის სახლის შენობა, 1 სართული 
ტელ. (+995 77) 202 111 ან 202 110

E-mail: cun.nukriani@yahoo.com