დასრულებული
სოციალური საწარმოს-,,ნუკრიანის სახელოსნოების განვითარების ხელშეწყობა"
2010 წელს  “კავკასიური სახლის“ რეგიონული განყოფილების მიერ განხორციელებული პროექტის, „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მხარდაჭერა“, ფარგლებში  სახელოსნოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეძენილი  საქსოვი დაზგების ასამუშავებლად და სახელოსნოში ახალი სეგმენტის დამატების მიზნით 2011 წელს  სათემო კავშირმა ,,ნუკრიანი”  განახორციელა პროექტი სახელწოდებით:    „სოციალური საწარმოს-ნუკრიანის სახელოსნოების განვითარების ხელშეწყობა“.
 პროექტი დააფინანსა ფონდმა ,,ღია საზოგადოება საქართველო“.
ახალგაზრდული ფრთის პროექტები
ორგანიზაციის ახალგაზრული ფრთის მიერ განხოციელებული პროექტები, რომლსაც მხარს უჭერდა საქართველოს  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდი.
პიროვნული განვითარების კურსი ახალგაზრდებისთვის
2010 წელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სათემო კავშირის ორმა წევრმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი - "პიროვნული განვითარების კურსი ახალგაზრდებისთვის".
სიღნაღის ტურისტული პოტენციალის განვითარების მხარდაჭერა
2008-2010 წლებში   გერმანული ფონდის - Diakonische Werk Det EKD, BFDW - ფინანსური მხარდაჭერით "კავკასიურმა სახლმა" სოფელ ნუკრიანში სათემო კავშირთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი:   "სიღნაღის ტურისტული პოტენციალის განვითარების მხარდაჭერა”.
ფილმი "ჩვენ ვსწავლობთ"
2010 წელი: საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის (AEAG) და გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების (dvv international) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი "ჩვენ ვსწავლობთ". ფილმის პრეზენტაცია ჩატარდა კახეთის რვა მუნიციპალიტეტში.
ნუკრიანი 2010
2010 წლის 2 ოქტომბერი: "კავკასიური სახლისა" და  სათემო კავშირის ერთობლივი  ორგანიზებით ჩატარდა ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი - "ნუკრიანი 2010".
საქველმოქმედო აქცია
2010 წლის ივნისი: მოეწყო საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული 9 წლის თენგო ჟუჟუნაშვილის მხარდასაჭერად.
ნუკრიანი 2009
2009 წლის 10 ოქტომბერი: "კავკასიური სახლისა" და  სათემო კავშირის ერთობლივი  ორგანიზებით ჩატარდა ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი - "ნუკრიანი 2009".
დევნილების დახმარება
2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელში 200-მდე დევნილის დასახმარებლად მოხდა სოფლის დიდი ნაწილის მობილიზება. დევნილებმა მიიღეს პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები.
საზოგადოება და თვითმმართველობა ქიზიყში
2006-2008 წ.წ. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და "კავკასიურ სახლთან" პარტნიორობით განხორციელებულმა პროექტმა "საზოგადოება და თვითმმართველობა ქიზიყში"
გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი
2006-2008 წლებში გერმანული ფონდის - Diakonische Werk Det EKD, BFDW - ფინანსური მხარდაჭერით "კავკასიურმა სახლმა" სოფელ ნუკრიანში სათემო კავშირთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი:  "გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი".
ნუკრიანის საინფორმაციო ცენტრი
2007 წელს "ელკანას" ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ნუკრიანის საინფორმაციო ცენტრი.
წყლის სათაო ნაგებობების რეაბილიტაცია
2006-2007 წლებში საქართველოს საინვესტიციო ფონდმა ნუკრიანის სასმელი წყლის სათაო ნაგებობების რეაბილიტაცია და აღჭურვა განახორციელა. ამ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორიც სათემო ორგნიზაცია "ნუკრიანი" იყო.
გაზიფიცირება
2005 წელს სათემო კავშირის მიერ ორგანიზებულ  სოფლის  კრებაზე გამოიკვეთა, რომ იმ ეტაპზე სოფლისთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას გაზიფიცირება წარმოადგენდა.