სოციალური საწარმოს-,,ნუკრიანის სახელოსნოების განვითარების ხელშეწყობა"
    Facebook Tweeter Print
2010 წელს  “კავკასიური სახლის“ რეგიონული განყოფილების მიერ განხორციელებული პროექტის, „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მხარდაჭერა“, ფარგლებში  სახელოსნოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეძენილი  საქსოვი დაზგების ასამუშავებლად და სახელოსნოში ახალი სეგმენტის დამატების მიზნით 2011 წელს  სათემო კავშირმა ,,ნუკრიანი”  განახორციელა პროექტი სახელწოდებით:    „სოციალური საწარმოს-ნუკრიანის სახელოსნოების განვითარების ხელშეწყობა“.
 პროექტი დააფინანსა ფონდმა ,,ღია საზოგადოება საქართველო“.
პროექტი ითვალისწინებდა   სოციალურ საწარმოში ჩართული ქალების რიცხვის გაფართოებას, რათა გაიზარდოს სოფლად  დასაქმებული ქალების რაოდენობა, შესთავაზოს მათ არაფორმალურად პროფესიის შესწავლის საშუალება და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ გაააქტიუროს ქალთა თემი,  რაც თავის-თავად ორგანიზაციის თანამოაზრეთა რიცხვის გაზრდას უწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:  
ქსოვის კურსის შესახებ სოფლად ინფორმაციის გავრცელება
 საქსოვი მასალის შეძენა და ტრანსპორტირება
ქსოვის ათდღიანი ტრენინგის ჩატარება
პროექტის პრეზენტაცია -„კავკასიურ სახლში“  „ნუკრიანის სახელოსნოების“ ტრადიციულ საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე დაზგებზე მოქსოვილი პროდუქციის გატანა
პროექტის ფარგლებში  ხელობა შეისწავლა   რვა ადამიანმა, მათ შორის სამი  სახელოსნოს ახალი წევრია, რომელთაგან ორი უშუალოდ დასაქმდა სახელოსნოში, ერთი კი სახლში აგრძელებს მუშაობას.
სახელოსნოში  მოქსოვილი პირველი ნამუშევრების   გამოფენა - გაყიდვა  შედგა  15 ოქტომბერს  გამართულ ხალხური რეწვის შემოქმედებისა და კულინარიის ფესტივალზე -„ნუკრიანი 2011“ .

წელს „კავკასიურ სახლში“  „ნუკრიანის სახელოსნოების“ უკვე ტრადიციად ქცეულ  საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე  სახელოსნოები  ნაქსოვი პროდუქციით გამრავალფეროვნებული  წარსდგა და გამოფენის სტრუმართა მოწონება დაიმსახურა.
სოფლის მცხოვრებთათვის ქსოვის სახელოსნოს შექმნა მეტად  ხელსაყრელი და  საჭირო აღმოჩნდა,  მათ აღარ უწევთ თბილისში წასვლა და ადგილზე შეუძლიათ მიიღონ ხარისხიანი მომსახურება.  ისინი აქტიურად მოდიან სახელოსნოში და აკეთებენ დაკვეთებს სხვადასხვა სახის ნაქსოვ პროდუქციაზე.

 


საკონტაქტო ინფორმაცია
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი
კულტურის სახლის შენობა, 1 სართული 
ტელ. (+995 77) 202 111 ან 202 110

E-mail: cun.nukriani@yahoo.com